istoriuli soflebi  
  
 
 

naWivWavebi
XI–XVI საუკუნეების ნასოფლარი მდინარე ჭივჭავის მარჯვენა ნაპირას, თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრის დასავლეთით 3 კმ-ზე, არქეოლოგიური ძიება და გათხრები ჩატარდა 1949–1954 (ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი, ი. გრძელიშვილი). ნასოფლარი მოიცავს ეზოს ირგვლივ განლაგებულ საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა კომპლექსებს. ერთსართულიანი, ნახევრად მიწური სახლები ნაგებია ქვის მშრალი წყობით, გადახურვა ბანური იყო. თითოეულ სახლს ჰქონდა ეზო და სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე სათავსი: დარბაზი (ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია კერიანად), საკუჭნაო (კერით, თონეებითა და სათბურებით), თავლა, სათონე, საბძელი და სხვა. ზოგ ნასახლარზე მარანიცაა. დარბაზების წინ ღია დერეფანს აწყობდნენ, რომლის ბანი ხის ბოძებს ეყრდნობოდა. ბოძები ხის ბალიშებზე იდგა. განათხარი მასალის მიხედვით, ნაჭივჭავების მოსახლეობის საქმიანობა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა იყო. ნაპოვნია თიხის საოჯახო ჭურჭელი (ერთფერი და მრავალფერი ჭიქურით მოჭიქული, ანგობიანი და უანგობო, მოუჭიქავი), რკინისა და ძვლის სამეურნეო იარაღი, მინის სამკაული. იქვე დადასტურებულია სასაფლაო და ერთნავიანი ეკლესია (XIII ს.). დადგენილია, რომ ნაჭივჭავები შუა საუკუნეების ქვემო ქართლის ტიპური ქართული სოფელია. აღმოჩენილი მასალა იმავე დროის სხვა ნაქალაქარებზე ნაპოვნი მასალის მსგავსია.

მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი